ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხები არის ის თემა, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ გვექნება საუბარი რადიკალურ ოპოზიციასთან - ირაკლი კობახიძე

24 ნოემბერი 2023, 17:18 414 ნახვა

ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, საგარეო პოლიტიკის საკითხები არის ის თემა, რაზეც არავითარ შემთხვევაში არ გვექნება საუბარი რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, რაც შეეხება გუნდის შიგნით კონსულტაციებს, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება, გაიმართოს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ვთვლით ხოლმე საჭიროდ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, ამას ვაკეთებთ ხოლმე. 11 წლის მანძილზე რა პოლიტიკაც გვქონდა, ამ პოლიტიკით დავუმტკიცეთ ჩვენ ის, რომ სადაც არის საჭირო მოქმედება, იქ აუცილებლად ვმოქმედებთ. რა დოზითაც და როგორც არის საჭირო მოქმედება, ისე ვმოქმედებთ. ამიტომ, გვაცადეთ ასეთი პოლიტიკის წარმოება“, – აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი