''ლელოს'' ლიდერის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ მიხეილ სააკაშვილი ეთანხმება, - „გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ინიციატივას ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ პოლიტიკური პარტიები აფასებენ.
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ახერხებს მმართველი გუნდის დამარცხებას, ამიტომ მცირე პარტიების გაერთიანება აუცილებელია.
მმართველი გუნდში კი მიაჩნიათ, რომ მცირე ოპოზიციური პარტიების ხელოვნური გაერთიანება შედეგს ვერ გამოიღებს.