ღაზაში გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის საწვავი შევიდა

24 ნოემბერი 2023, 14:13 332 ნახვა

ისრაელსა და ჰამასს შორის 4 დღიანი ზავის ამოქმედების პერიოდში, ღაზის სექტორში უკვე შევიდა საწვავი გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვა ადასტურებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სატვირთო მანქანები ტერიტორიაზე ეგვიპტიდან რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით შევიდნენ. გარდა ამისა, სიენენის ცნობით, ანკლავში 90-მდე სატვირთო მანქანა შევიდა, რომლებსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა. 

მძევლების ნაწილის გაცვლა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. შეთანხმების მიხედვით დღეს ისრაელი 39 პალესტინელს „ჰამასი“ კი 13 ტყვეს გაათავისუფლებს.

საერთო ჯამში ჰამასი ღაზიდან 50 მძევალს, ისრაელი კი 150 პალესტინელ პატიმარს გაუშვებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში