გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების დაფინანსება გაგრძელდება

24 ნოემბერი 2023, 13:19 473 ნახვა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

"გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 27-ე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეწიოს ფინანსური დახმარება და გაგრძელდეს სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება.

2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანათავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მიმდინარეობს სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელება“,- აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი