ფუტსალში საქართველოს ლიგა 3-ის მეხუთე ტურში ბათუმური დერბი გაიმართა.
ბათუმის საზღვაო აკადემიამ დიდი ანგარიშით 11-1 ბათუმის სპორტული ცენტრი დაამარცხა. "მეზღვაურების'' მხრიდან 5 გოლი რაულ ჩიკიროვის ანგარიშეა, რეზო მალაყმაძემ 2 ბურთი გაიტანა, ხოლო ზვიად შამილაძე, ბესიკ ბალაძემ, მიხეილ ფარცვანიამ და თორნიკე ბალაძემ თავი თითოჯერ გამოიჩინეს.
სპორტული ცენტრის შემადგენლობიდან კი ერთადერთი გოლის ავტორი ლუკა ჩაქსელიანი გახდა.
ამ დროისთვის საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ის ცხრილში რამაზ სამნიძის გაწვრთნილი ''ბსსა'' 9 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ხოლო ლევან ნადარაიას ბათუმის სპორტული ცენტრი 4 ქულით კონკურენტებთან მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს.
მომდევნო ტურში საზღვაო აკადემია 2 დეკემბერს ''UG 2''-ს დაუპირისპირდება, ხოლო ბათუმის სპორტული ცენტრი 5 დეკემბერს ''აწსუ''-ს ეთამაშება.