უმაღლესი საბჭო აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს. შესაბამისი მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობამ მიმართა - 8 მილიონით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. ცვლილებებია არაფინანსური აქტივების კლების მუხლშიც, მიწის გაყიდვებიდან მისაღები შემოსავლები 40 მილიონი ლარით იკლებს.
დღეს ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშიც განიხილეს.
სამი თვით გახანგრძლივდა ‘’საბიუჯეტო პროცესებისა და უფლებამოსილების შესახებ’’ ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებიც, საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცვლილებებთან დაკავშირებით კომისია საბიუჯეტო ორგანიზაციების მოსაზრებებს ელოდება.
დღესვე განიხილეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტიც.