მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში შვიდ სხვდასხვა ადგილას. მიწის მასამ და მოგლეჯილმა ხეებმა რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.
შეიზღუდა ზვარე-ზედა ზვარეს, მეძიბნა-გარეტყის, ცხემნა-ორცვის, ქედა-ზედა აქუცის, ოქტომბერი-კუჭულა-ინაშარიძეებისა და კოკოტაური-ნაქერალის მიმართულებები.
აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს, უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ცალმხრივად მოძრაობა უკვე ყველა მიმართულებით დასაშვებია. გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.