საარჩევნო ბარიერი - ევროკავშირის ელჩის განცხადება

21 ნოემბერი 2023, 14:08 478 ნახვა

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ევროკომისიამ გასულ წელს აუცილებელ შესასრულებელ პუნქტად გაწერა 12 რეკომენდაციაში, საარჩევნო სისტემაა. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კი ამ საკითხზე პოლიტიკოსებს შორის ვნებათაღელვა არ წყდება, საუბარია  ბარიერის დაწევაზე. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებზე თანაბარი პირობები, ნებისმიერ  ახალ  წესსა და ტექნიკურ საკითხზე   კი დიპლომატს აზრით,  ყველა მხარე დროულად უნდა შეთანხმდეს და არა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.    

რაც შეეხება თავად ევროკავშირს,  ჰერჩინსკი ამბობს, რომ არ არსებობს ოქროს სტანდარტი და. რომ გაერთიანების წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული წესები.

აქვე გეტყვით, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის  ახლა ერთ-ერთ სადავო თემა ბარიერის დაწევაა, რაზეც ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პირობა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გასულ წელს დადო. თუმცა სახელისუფლებო პარტია საკონსტიტუციო ცვლილების გადახედვას არ აპირებს და აცხადებენ, რომ პირობა იმ შემთხვევაში შესრულდებოდა თუ შარშან ევროკომისია ქვეყანას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი