პროტესტი   საპატრულო  პოლიციასთან 

09 მარტი 2017, 00:00 12456 ნახვა

აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომა მოითხოვეს დღეს აჭარის საპატრულო პოლიციასთან, შეკრებილმა რამდენიმე მოქალაქემ. არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ ხელმძღვანელის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბოლო პერიოდში  ჰომოფობიური განცხადებებით და აგრესიულობით გამოირჩევა. მძღოლები უკანონოდ დაჯარიმების გახშირებულ შემთხვევებზეც საუბრობენ. აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი  კახა ბუხრაძე „მთავართან“ კომენტარს არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საპატრულო პოლიციის უფროსის საქმიანობასთან დაკავშირებით  გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა არ მიმდინარეობს.   რაც შეეხება  კადრების ჩანაცვლებას და დანიშვნას, სამინისტროში ამბობენ, რომ  ეს როტაციის პრინციპით ხდება.  კახა ბუხრაძე აჭარის პოლიციის უფროსის პოსტს 2 თვეა იკავებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი