საარჩევნო ბარიერის საკითხი

21 ნოემბერი 2023, 11:44 467 ნახვა

საარჩევნო ბარიერის თემა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ წინასაარჩევნო პოლიტიკური გადაჯგუფებების საკითხი გაააქტიურა. „ქართული ოცნება“ 5%-იანი ბარიერის დაწევას არ გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ახალ კონფიგურაციებზე უნდა იზრუნონ.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკების შექმნა იკრძალება, ამიტომ ოპოზიციის ნაწილი ცალკეული პარტიის გაერთიანების და ალიანსების შექმნის აუცილებლობაზე იწყებს საუბარს. თუმცა, სხვა და სხვა პარტიების გაერთიანება, ოპოზიციის ნაწილისთვის გამოსავალი არ არის.

საპარლამენტო ოპოზიციის ეს ნაწილი, ბარიერის არათუ შემცირების, არამედ მისი გაზრდის მომხრეა. ზოგი ფიქრობს, რომ ბარიერის შემცირებაზე საუბარი პოპულისტურია და ამით იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს მცირე ოპოზიციურ პარტიებს ხალხის მხარდაჭერის შანსი არ აქვს.

პოლიტიკურ ჯგუფებში აცხადებენ, რომ დაბალი ბარიერი მრავალპარტიულობის მისაღებად სჭირდება ქვეყანას და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიას. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპონენტებს ურჩევს ბარიერის შემცირების ნაცვლად, პარტიებმა ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაზე იზრუნონ.

"ოცნების" ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია 5%-იან ზღვარს ვერ გადალახვას და ამიტომ ფიქრობენ, რომ გაერთიანების გარეშე, პოლიტიკურ ძალებს წარუმატებლობა ელით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი