ისრაელის არმია ღაზის სექტორში მორიგი სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს. არმიის სპიკერის განცხადებით, ღაზის ზაიტუნის რაიონში მეჩეთის ქვეშ იარაღის ლაბორატორიაა აღმოჩენილი.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმების საპასუხოდ, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრსა და ტერორისტული ჯგუფის სხვა ობიექტებს დაარტყეს
ტერორისტებმა ცეცხლი ისრაელის ძალებს გაუხსნეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. „ცაჰალის“ სამხედროებმა „ჰამასის“ ლაბორატორიის განადგურების შესახებაც განაცხადეს. ის ღაზის ზეიტუნის რაიონში, მეჩეთის ქვეშ მდებარეობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის მეჩეთის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღს და უპილოტო საფრენ აპარატებს. ისრაელის არმია კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია დარტყმები ლიბანზე. "ცახალის" განცხადებით, დაბომბილი ობიექტები დაკავშირებულია ჰეზბოლას ბოევიკებთან.
პალესტინის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელი ღაზის ლტოლვილთა ბანაკს დაესხა თავს, რა დროსაც დაიღუპა 17 ადამიანი.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ კრიზისს ანკლავში ვითარება კვლავ რთულია.