უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 70 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

21 ნოემბერი 2023, 09:59 424 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში  70 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 10 საჰაერო დარტყმა და 20 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"უკრაინის თავდაცვის ძალები იკავებენ ახალ პოზიციებს ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, იგერიებენ რუსი დამპყრობლების თავდასხმებს ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რამდენიმე მიმართულებით"-განმარტავენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებში რუსები ინარჩუნებენ სამხედრო ყოფნას სასაზღვრო რაიონებში და ახორციელებენ აქტიურ დივერსიულ აქტივობებს, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ჯარების გადაყვანა საშიშ მიმართულებებზე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 2 დარტყმა განახორციელეს იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა იყო კონცენტრირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი