გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 ნოემბერი 2023, 17:42 618 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში