საქართველოს 18-წლამდე ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია

18 ნოემბერი 2023, 23:22 924 ნახვა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ფინალურ შეხვედრაში ქართველებმა პორტუგალიის ნაკრები 19:3 დაამარცხეს და ზედიზედ მეხუთედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

საქართველოს ნაკრებიდან ლელოები ბურთიკაშვილმა, დვალმა და სპანდერაშვილმა დადეს, ხოლო ორი გარდასახვა სირბილაძემ ზუსტად შეასრულა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი