„ჩაერთე რაგბიში'' - პროექტის ფარგლებში, ბათუმის რაგბის სტადიონზე, რაგბის ფესტივალი გოგონათა შორის მიმდინარეობს. ფესტივალში მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ, ერთმანეთს კი 11 სკოლის 22 გუნდი უპირისპირდება.
პროექტი „მსოფლიო რაგბის“ ერთწლიანი გრანტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ორიენტირებულია გურიასა და აჭარაში სასკოლო რაგბში ჩართული ბავშვებისთვის.
''ჩაერთე რაგბიში'' - პროექტი განათლების და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.