„სტუდ არტი“ - ხელოვნების მუზეუმში სტუდენტთა საერთშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის, სამოსის დიზაინის და არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებმა მოხსენება გამართეს.
პარალელურად გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მუზეუმში გამოიფინა გალაკტიონის ლექსის მოტივებზე შექმნილი მხატვარ თამაზ ზარქუას ფერწერული ტილო - „მერი“.