სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ და პოლიტიკური შეფასებები

17 ნოემბერი 2023, 12:04 726 ნახვა

პრეზიდენტის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება და ისევ საერთაშორისო მედიასთან. ამჯერად გავლენიან გამოცემა ლე მონდთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მისივე თქმით, დიდი როლი ითამაშა მისი როგორც პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენაში,  თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისაკენ საქართველოს გზის დაჩქარებაში,  რომელიც უკრაინამ წამოიწყო - ამბობს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი   დარწმუნებულია, რომ  მისი  იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა.   

როგორც ზურაბიშვილმა ლე მონდე-სთან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.

რაც შეეხება   ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას,  ქვეყნის მთავარსარდალი აცხადებს, რომ   საქართველოს შესახებ ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი