საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლოსწინა შეხვედრა შინ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ანგარიში მე-15 წუთზე კაკაბაძის გადაცემის შემდეგ ვარდნაში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მაკტომინეიმ წონასწორობა აღადგინა.
57-ე წუთზე კი ჩაკვეტაძის კარგი გადაცემის შემდეგ კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ძლიერი დარტყმით შოტლანდიელთა კარი მეორედ აიღო.
შეხვედრის კომპენსირებულ დროში 93-ე წუთზე კი შანკლანდმა საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.
7 ჩატარებული მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს 8 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ამ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დაპირისპირებაში კი საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთთან ითამაშებს.