საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩში სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და 0-1 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 54-ე წუთზე მაისურაძის გადაცემის შემდეგ ძლიერი დარტყმით მამაცაშვილმა გაიტანა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა.
ამ დროისთვის საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს 10 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება.
შემდეგ შეხვედრას სვანაძის გუნდი 26 მარტს გასვლაზე გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.