იპოთეკით დაზარალებული ოჯახების ბრიფინგი

16 ნოემბერი 2023, 14:30 535 ნახვა

ქობულეთში მცხოვრებმა იპოთეკით დაზარალებულმა ოჯახებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ისინი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეაჩერონ გამოსახლების პროცედურა და დროულად შეცვალონ კანონი, რომელიც კერძო საფინანსო ორგანიზაციებს დაავალდებულებს, რომ დაბალ საპროცენტო განაკვეთში გასცენ სესხები.

აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნებით გუშინ შეხვედრა გაიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთანაც.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამოსასახლებელთა სიაში დაახლოებით 170 ოჯახია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი