ცვლილება მაუწყებლის დაფინანსების წესში

16 ნოემბერი 2023, 14:33 510 ნახვა

როგორ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობას საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსების წესის ცვლილების შემდეგ? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს აწუხებთ. 

საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა და რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას ეხება. ამჟამად მოქმედი წესით მთლიანი შიდა პროდუქტის 0,14/% შეადგენს. ანუ,  აქამდე არც ერთი უწყების  მიერ არ განისაზღვრებოდა მაუწყებლის დაფინანსება,  და პირდაპირ იყო მიბმული მთლიან შიდა პროდუქტზე. 

კანონპროექტის კანონად დამტკიცების შემთხვევაში ეს ასე აღარ იქნება და მაუწყებელი იქნება ისეთივე საბიუჯეტო ორგანიზაცია, როგორებიცაა აუდიტის სამსახური, პროკურატურა,  სასამართლოები და  პარლამენტი.  

ავტორებისა და ინიციატორების აზრით, ეკონომიკური ზრდა მაუწყებლის დაფინანსების ზრდასაც იწვევს  და სწორედ ამ კომპონენტს ასახელებენ ისინი პრობლემურად. მათი თქმით, ბოლო   წლებში არადეკავატურად იზრდება მაუწყებლის ფინანსები და ამიტომ,  მიაჩნიათ რომ აუცილებელია  ეს მოდელი იყოს მორგებული მის საჭიროებებზე. საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ასევე საუბარია, იმაზე რომ  მაუწყებლის ბიუჯეტი  არ უნდა იყოს წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები და, რომ ეს მხოლოდ   სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი.

79  დეპუტატის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივაში რისკები უკვე დაინახეს  მაუწყებლის მენეჯმენტმა და თანამშრომლებმა. იმედი აქვთ, რომ კანონპროექტის  მეორე და მესამე მოსმენამდე მათ აზრს გაითვალისწინებენ და გაიმართება კონსულტაციებიც, რაც როგორც ირკვევა აქამდე არ ყოფილა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარდამჭერები ჰყავს ოპოზიციაშიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი