დღეს საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
სვანაძის გუნდმა გიბრალტარი (2:0) და მოლდოვა (1:0) დაამარცხა, ნიდერლანდებთან წააგო (0:3), ხოლო შვედეთთან ფრეს (0:0) დასჯერდა 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდების ნაკრებს 12 ქულა აქვს.