''მონაწილეობითი ბიუჯეტის'' ფარგლებში ქედაში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

16 ნოემბერი 2023, 10:03 974 ნახვა

''მონაწილეობითი ბიუჯეტის'' ფარგლებში ქედაში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კარდაკარის პრინციპით მოსახლეობაში ფლაერები დარიგდება და სარეკლამო რგოლები მომზადდება.

რაც შეეხება პროგრამას,  ქედაში მცხოვრებლებს 30 ნოემბრამდე შესაძლებლობა აქვთ იდეები წარადგინონ მერიაში, ასევე შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციაც. ამის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა და შეირჩევა  გამარჯვებული.

პროგრამისთვის  ქედის მერია მილიონ ხუთასი ათას ლარს დახარჯავს. 

საინფორმაციო კამპანიას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „განვითარების ტალღა“ ახორციელებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი