უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში ალ-ნასრი მიიწვიოს. სენსაციურ ინფორმაციას არაბი ჟურნალისტი ალ ხაბრი ავრცელებს.
ალ-ნასრი ამჟამად მსოფლიოს სამ ყველაზე პოპულარულ კლუბში შედის, რის გამოც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში არაბული გუნდის მიწვევაზე ფიქრობენ.
არაბული კლუბების ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობაზე ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, რაც მოგვიანებით უეფამ უარყო.
ალ-ნასრში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის კრიშტიანო რონალდო.
უეფა „ალ-ნასრის“ მიწვევას 2024-2025 წლების სეზონიდან გეგმავს, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა 36-მდე გაიზრდება და ტურნირის ფორმატიც შეიცვლება.