აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ 2024 წლის პრიორიტეტებზე და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ეფექტიანად განხორციელებაზე ისაუბრა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 100 მლნ ლარით გაიზარდა და 700 მილიონ ლარს გადააჭარბა, ნაერთი ბიუჯეტი მილიარდ ლარს მიუახლოვდა. გაიზარდა როგორც სამინისტროების, ისე მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა.