რაგბის ახალი სტადიონი

08 მარტი 2017, 00:00 5379 ნახვა

ფონდმა ქართუმ ბათუმის მერიას ახალი სარაგბო სტადიონი ოფიციალურად გადასცა. ცენტრალური სტადიონის ტრიბუნა 2500 მაყურებელზეა გათვლილი. ტერიტორიაზე მოწყობილია პარკინგი 220 მანქანისთვის. დამონტაჟებულია განათების სისტემები. ბათუმის სარაგბო კომპლექსზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, ასევე ქვიშის მოედანია.სტადიონი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. კომპლექსის მშენებლობა რომლის ღირებულება  7 მილიონ 355 ათასი ლარია, 2014 წელს ასოციაცია ატუმ დაიწყო. აქედან 3 მილიონ 596 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, სპორტის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართა პირველი ამხანაგური მატჩი ბათუმისა და ქობულეთის გუნდებს შორის. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი