აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციას ატარებს. დაკავებები ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, არაერთი პირია დაკავებული. მათივე ცნობით, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, საქმეში, საზღვარგარეთ მყოფი რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდის სახელი ფიგურირებს. აჭარის მაუწყებელი დეტალებს არკვევს და ვრცლად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.