ბრიტანეთის ელჩი და ნატოს საინფორმაციო შეხვედრები

13 ნოემბერი 2023, 20:15 836 ნახვა

‘’ნატოს მოძრავი საელჩოები’’ - ბათუმში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბრიტანეთის ელჩი დაესწრო. დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოები საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას ასრულებენ და ამ კამპანიას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში მართავენ. კამპანიაში ასევე მონაწილეობენ ნატოს სამეკავშირეო ოფისი და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრები. ელჩმა კომენტარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ნატოში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა, დიდი ბრიტანეთი კი საქართველოს ამ გზაზე მტკიცედ უჭერს მხარს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი