დღეს "დინამო" ბათუმი გასვლაზე "სამგურალს" დაუპირისპირდება

11 ნოემბერი 2023, 11:29 685 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი გასვლაზე წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის ბათუმელები 70 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო "სამგურალს" 47 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული 3 შეხვედრიდან 2 "დინამომ" მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა.

მატჩი სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 14:30 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ, რის გამოც საინფორმაციო მთავარი 15:00 საათზე ეთერში არ გავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში