საქართველოს ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე. ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგასთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მონაწილეობდა პანელზე „თანამშრომლობის მეტოქეობით სავსე მსოფლიოში: მშვიდობის შექმნა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენება“. პრემიერის თქმით,რეგიონში გამოწვევად რჩება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას“. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, ასოცირების ხელშეკრულებიდან კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაციამდე და ეკონომიკური განვითარება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მშვიდობა. მან ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში მედიაციის მაგალითზე. თქვა, რომ საქართველოს და პერსონალურად მას, აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სომხეთ-აზერბაიჯანთან და მათ ლიდერებთან. გამოსვლის შემდეგ პრემიერმა პარიზში ვიზიტი შეაჯამა.