მოხარული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო, ექიმების რეკომენდაციის შემდეგ, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე

10 ნოემბერი 2023, 13:51 509 ნახვა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ადასტურებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილებისთანავე, მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

„გიდასტურებთ დასკვნებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე. მოხარული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არის განსაკუთრებულად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

"ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლიანი გადაწყვეტილება და აღიარება იმ ძალისხმევისა, რომელიც გასწია საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის არჩევანის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ადრეც ვაცხადებდით ამ პროცესში საქართველო იქნებოდა წარმატებული და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდგომშიც წარმატებით გააგრძელებს სვლას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი