დღეს ''დინამო'' ბათუმი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში ფოთში ''კოლხეთს'' დაუპირისპირდება. მატჩი ფოთში ''ფაზისი არენაზე'' 18:00 საათზე დაიწყება.
''ფოთში თამაშზე დასწრების მსურველ გულშემატკივრებს უფასო ტრანსპორტი მოგემსახურებათ. შეკრების ადგილი: აჭარაბეთ არენა შეკრების დრო: {7 ნოემბერი} 15:30 '' - წერია ''დინამო'' ბათუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა cup.gff.ge-ზე იქნება შესაძლებელი. დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, ფინალში გასასვლელად ''საბურთალო'' და ''სამგურალი'' იბრძოლებს.
საქართველოს თასის ფინალური შეხვედრა კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.