სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ სტუმრად გათამაშების ლიდერი „ლელო სარასენსი“ დაამარცხა

03 ნოემბერი 2023, 18:25 1030 ნახვა

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის მე-7 ტურის შეხვედრაში სტუმრად გათამაშების ლიდერს „ლელო სარასენსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 22:0 დაამარცხა.

ირაკლი ნინიძის შეგირდებმა მეტოქეს საერთო ჯამში 3 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოთი თავი, ჰენდრიქსმა თხილაიშვილმა და ფოფხაძემ გამოიჩინეს, ხოლო ორი ზუსტად შესრულებული გარდასხვით და ერთი ჯარიმით გუნდს დურმიშხან ჯაბნიძე დაეხმარა.

ამ დროისთვის ბათუმელები რაგბი დიდი 10 -ის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები 18 ნოემბერს შინ რუსთავის „ხარებთან“ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი