ქობულეთში, სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღინიშნა, რომელსაც აჭარის განათლების მინისტრი, ქობულეთის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლები და სკოლის მოქმედი და ყოფილი პედაგოგები დაესწრნენ. 100 წლის იუბილე სკოლის ეზოში აღინიშნა, რომელიც მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაფორმდა. სკოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღვაწლმოსილ სკოლის პირველი პედაგოგები საპატიო სიგელებით დააჯილდოეს. გორგაძეების საჯარო სკოლაში 137 მოსწავლე და 28 პედაგოგი ირიცხება.