თითქმის 24 საათიანი ძებნის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი დააკავეს. ისინი ქალაქგარეთ იმყოფებოდნენ. ასევე დაკავებულთა შორის არის ბადრაგი,რომელსაც გადაჰყავდა პატიმრები.ბადგრაგის მიმართ საქმე აღძრულია 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია. პირველი კომენტარი უკვე გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, რა თქვა რატი ბრეგაძემ იცის სიმონ შანავამ, რომელიც ახლა მთავარის ეთერს უერთდება.