კლინიკა ,,ავერსიდან“ გაქცეულ პატიმრებს ისევ ეძებენ. თითქმის 24 საათის შემდეგ მათ პოვნას სამართალდამცავები ვერ ახერხებენ.
პატიმრების გაქცევაზე გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო მუხლით, რომელიც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამი პატიმარი „ავერსის“ კლინიკიდან გუშინ გაიქცა. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი.
არ ხმაურდება არც გაქცეული პატიმრების ვინაობა და არც ის პენიტენციური დაწესებულება, სადაც ისინი მსჯავრს იხდიდნენ. არც თუ რისთვის იხდიდნენ ისინი მჯავრს.