მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ირაკლი ქარსელაძეს მოუსმენენ

02 ნოემბერი 2023, 11:03 538 ნახვა

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ქარსელაძესთან, ოპოზიციონერ დეპუტატებს, ძირითადად, კითხვები ექნებათ დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით.

ასევე,  ოპოზიციის ნაწილს აინტერესებს, თუ რას აკეთებს სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობაში უწყების მუშაობას პოზიტიურად აფასებენ და მათ შეკითხვები ექნებათ ანგარიშიდან გამომდინარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი