აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ეროვნული პრემიის მფლობელ პედაგოგებს ვენერა აბუსელიძეს და ნაზიბროლა მიქელაძეს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ მათ მიღწეული წარმატება მიულოცა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ პედაგოგებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარის ოდენობით.
მასწავლებლის ეროვნულ დღეს 11 პედაგოგს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა.
მათ შორის დაჯილდოვდა 2 პედაგოგი აჭარიდან, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნაზიბროლა მიქელაძე.