პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

01 ნოემბერი 2023, 13:28 791 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე გახდნენ. მათ კანდიდატურებს კენჭი დღეს პარლამენტში უყარეს.

გიორგი კოხრეიძეს და თამილა დოლიძეს 83-83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანდიდატურები საკონკურსო კომისიამ შეარჩია და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.  რამდენიმე დღის წინ კი, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ზემოთხსენებულ კანდიდატებს მხარი დაუჭირა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი