დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს საპატიმროში მისი ინტერესების დამცველები მოინახულებენ. როგორც სასულიერო პირის ადვოკატი განმარტავს, ის ბრალდებულთან ერთად გაეცნობა შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის დეტალებს. მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის შემდეგ პროკურატურის მიმართ კონკრეტული კითხვები დაისვას. რაც შეეხება დეკანოზის ოჯახს, ადვოკატის თქმით, უსაფრთხოების ზომების შესახებ გადაწყვეტილებას აჭარის პროკურატურა მიიღებს, რომელიც სასულიერო პირის ოჯახს უკვე გაესაუბრა.