მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

30 ოქტომბერი 2023, 13:29 446 ნახვა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილი. ჩართვიდან რამდენიმე წუთში მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს დისტანციური ჩართვა დღევანდელ პროცესზე გაეთიშა.

ბადრი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი საქმის დეტალებზე არ საუბრობდა, ის მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავდა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატებმა  მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს. ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, მოსამართლეს ამ საქმის გაგრძელების მორალური უფლება არ აქვს. 

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. მათი განმარტებითაც, სააკაშვილი საქმის გარშემო არ საუბრობს და დაცვის მხარის შუამდგომლობაც დაუსაბუთებელი იყო. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა თვითაცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში