დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს სიტყვა გააწყვეტინა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი საქმის დეტალებზე არ საუბრობდა, ის მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებს მიმოიხილავდა.