დღეს "დინამო" ბათუმი სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება

28 ოქტომბერი 2023, 11:26 621 ნახვა

დღეს „დინამო“ ბათუმი ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.

ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში გამართული სამი მატჩიდან ორი „დინამომ“ მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 64 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო „სამტრედია„ 29 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მატჩი ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში