მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

27 ოქტომბერი 2023, 14:05 486 ნახვა

ჩვენ არ გვჭირდება ერთ პარტიაში ყოფნა, არ გვჭირდება, ერთმანეთთან დავაქორწინოთ სხვადასხვა პარტია, პოლიტიკური ჯგუფი თუ პიროვნება, ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ მივაღწიოთ სისტემის შეცვლას ერთობლივი ქმედებებით, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

ყოფილმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელებში ფლეშმობები გააფართოონ.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების კუთვნილ ქონებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ საკუთრებაში არსებული ბინების გასაყიდად ერთწლიანი ვადა უნდა მიეცეთ, შემდეგ კი შეღავათიანი პირობებით, ეს ქონება, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძინონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში