ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

27 ოქტომბერი 2023, 14:55 649 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მიზეზი მერიის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში გახდა, რომელიც მათი თქმით, დეპუტატებისთვის მერის უნდა წარედგინა. მერი კი სხდომას არ ესწრებოდა, დარბაზში იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიში კი საკრებულოს წევრებს საფინანსო სამსახურის უფროსმა გააცნო. მისი ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით შესრულებულია 94 პროცენტი და თითქმის ამდენივეა შემოსავლები.

ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონია ქართულ ოცნებას. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სხდომაზე ბიუჯეტთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი საკითხები დაამტკიცეს, მათ შორის ახალი ე.წ სოციალური სახლის განაშენიანების გეგმა. სხდომაზე დასწრებას ითხოვდა დღეს რამდენიმე ახალგაზრდა.

ამბობენ, რომ საკრებულოს წერილით მიმართეს, თუმცა უარი უთხრეს. საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ არაფერი იცოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი