აბუ დაბის გრანდ სლემი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედლით დაასრულა. ბოლო საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედალს გიორგი ჯაბნიაშვილი დაეუფლა.
90 კგ. წონით კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ესტონელ, კრისტოფერ კალიულაიდს იპონით სძლია. დღეს ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა.
ამრიგად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) გახდა.