„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი

26 ოქტომბერი 2023, 17:35 629 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ საქართველოში ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის ელჩი ასახელებს "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე მუშაობას, ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ჰერჩინსკის პოზიტიურ განცხადებას სადავო კანონთან დაკავშირებით შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. „ოცნება“ კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კანონის მიღება ევროკავშირის მოთხოვნა იყო და სამუშაო პროცესიც ევროკომისიასთან იყო კოორდინირებული. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ელჩს საკითხთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ აქვს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი