ქედის კულტურის სახლში მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრება, აჭარის რეგიონული ლიგის ფინალი გაიმართა. მასში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
"აჭარის რეგიონულ ლიგაში" პირველი ადგილი ქედის მუნიციპალიტეტის გუნდმა დაიკავა. ჟიურის რჩეული გახდა ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდი.