ექსკლუზივი:ირაკლი ცეცხლაძე დაკავებულია

06 მარტი 2017, 00:00 6113 ნახვა

შპს "ჰიგიენა 2009-ის"  ყოფილი დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე დაკავებულია. ინფორმაცია მთავარს ექსკლუზიურად რამდენიმე წუთის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურში დაუდასტურეს.

ირაკლი ცეცხლაძეს დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისებას ედავებიან. გამოძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გურიისა და აჭარის სამმართველომ, 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო.   გამოძიების ინფორმაციით,  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი