საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, „გლობალური კარიბჭის“ ფორუმში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ მსხვილ პროექტებზე, იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებში აქვს.
„დღევანდელ ფორუმში ჩვენი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ჩამოვედი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწვევით. ჩვენ აქ წარმოვაჩინეთ საქართველოს პოზიცია და ჩვენი მიღწევები, პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს. ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს და ჩემს გამოსვლაში ვილაპარაკე იმ მსხვილ პროექტებზე, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ამ პროცესებში ჩვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ შუა დერეფანი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, ალტერნატიული გზაა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის და ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ზოგადად, დაკავშირებადობა, სისტემატიკა, რომლიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.